გოგი მეშველიანი: ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი დღეს ამავე რაიონის  ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა,  სამომავლო გეგმებსა და განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
„2012 წელთან შედარებით, პროფესიული განათლების დაფინანსება 83%-ით გაიზარდა და სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას. სახელმწიფო სასწავლებლებში შემუშავდა ახალი პროფესიული სტანდარტები, საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფუძვლიანი რეფორმა, რაც გულისხმობს კოლეჯებში ახალი, კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელის დანერგვასა და საგანმანათლებლო პროცესში დამსაქმებლის ჩართულობას.ინოვაციისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად, 14 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები მოეწყო“, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
გოგი მეშველიანის თქმითვე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე, სახელმწიფომ დაიწყო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება, რითაც უკვე  12 774-მა სტუდენტმა ისარგებლა.
„ჩვენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავამოქმედეთ სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რაც მესამე წელია უწყვეტად ხორციელდება. თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე, თქვენი სახით ქვეყანას ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები