გედევან ფოფხაძე ამომრჩეველს შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ბორჯომის 27-ე და მე-7 უბნის ამომრჩევლებს შეხვდა.
გედევან ფოფხაძემ პოლიტიკური ექსკურსი გააკეთა, ისაუბრა განვლილი ოთხი წლის მუშაობის შესახებ. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უფასო გახდა საბავშო ბაღები, სასკოლო სახელმძღვანელოები, სახელმწიფომ იზრუნა თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე – დაიწყო უფასო ჯანდაცვის პროგრამის რეალიზაცია, რაც დიდი მიღწევაა, განხორციელდა ბიზნესის დეპოლიტიზაცია.
,,ქართული ოცნება” თავისი პროგრამით, პოლიტიკური გუნდით, თავისი კანდიდატებით წარსდგა საზოგადოების წინაშე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, ობიექტურად და სამართლიანად შეაფასოს კონკრეტული სუბიექტის პროგრამა, ხედვა, შესაძლებლობები. ეს არის, ჩვენი აზრით,  საარჩევნო კამპანიის ის სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს საქართველოში, რაც უნდა დამკვიდრდეს. ხალხს ქვები არ უნდა ესროლონ, რომ არჩევნები მოიგონ, წყნარად, მშვიდად თავისი სათქმელი უნდა თქვან და ვინც უფრო დამაჯერებელი იქნება, ვინც უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხის გულთან და ცნობიერებასთან, იმან მოიგოს არჩევნები”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამომრჩევლებთან შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები