„ქართული ოცნების“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „რთველი 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო

2 სექტემბერს „ქართული ოცნების“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი „რთველი-2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო. მან გურჯაანში და სოფელ ჭანდარში არსებული ღვინის ქარხნები მოინახულა და მათი მზადყოფნა შეამოწმა.
პირველი შეხვედრა დავით სონღულაშვილმა ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში გამართა, ქარხანა დაათვალიერა და რთველი-2016-თვის მზადყოფნა შეამოწმა. ჭანდრის ღვინის ქარხანა მზადაა სრული დატვირთვით იმუშაოს და მოსახლეობისაგან მაქსიმალურად მეტი ყურძენი ჩაიბაროს. ქარხნის დირექტორმა, გია ზაკალაშვილმა, დავით სონღულაშვილს პირადად გააცნო ქარხანაში არსებული სიტუაცია.
ჩვენი ქარხანა 100%-ით მზადაა რთველი-2016-თვის. მაქსიმალურად მეტ ყურძენს მივიღებთ მოსახლეობისაგან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რთველმა მთლიანობაში კარგად ჩაიაროს. ვაპირებთ 10-15 ათასი ტონა თეთრი ყურძნისა და 500-1000 ტონა შავი ყურძნის მიღებას“, – განაცხადა ქარხნის დირექტორმა, გია ზაკალაშვილმა.
მეორე შეხვედრა კოტეხში მდებარე შ.პ.ს. „ძმები დუგლაძეების ღვინის ქარხანაში“ გამართა. აღნიშნულ შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილიც ესწრებოდა, ქარხნის ერთ-ერთ მეპატრონესთან, დავით დუგლაძესთან ერთად. მათ მომუშავე პერსონალს რთველის სეზონის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, შემდეგ კი ყურძნის დაწურვაშიც მიიღეს მონაწილეობა. კოტეხის ღვინის ქარხანას წლევანდელი სეზონისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა და რთველი 2016-თვის 100%-ით მზადაა. ხელმძღვანელობის თქმით, ქარხანა მოსახლეობისაგან მაქსიმალური რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებს.
„ჩვენი ქარხანა მზადაა სრული დატვირთვით იმუშაოს და მოსახლეობისაგან მაქსიმალურად მეტი ყურძენი ჩაიბაროს. ქარხანა მობილიზებულია ფორსმაჟორულ სიტუაციაში სამუშაოდ. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესებმა სტაბილურად ჩაიაროს“, – განაცხადა ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე ტუშურმა.
აღსანიშნავია, რომ რთველი-2016 ყველაზე კარგად ორგანიზებულია, გასულ წლებთან შედარებით. მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ, რათა მოსახლეობისაგან რაც შეიძლება მეტი ყურძენი ჩაიბარონ და რთველიც წარმატებულად დასრულდეს. აგრეთვე გურჯაანის შტაბში განთავსებული იქნება მობილური ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. მათ მჭიდრო კონტაქტი ექნებათ რთველი 2016-ის

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები