გამოკითხულთა 82% მთავარ პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობის პრობლემას მიიჩნევს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions“-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა – 82% მთავარ პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობის პრობლემას მიიჩნევს. მეორე ადგილზეა სიღარიბე, რომელიც გამოკითხულთა 48%-ს აწუხებს. გამოკითხულთა 37%-თვის მთავარ პრობლემას ფასების ზრდა და ინფლაცია წარმოადგენს.
ტერიტორიული მთლიანობა კვლევაში მეოთხე ადგილზეა და მას გამოკითხულთა 31% ასახელებს.
რაც შეეხება პენსიებსა და ჯანდაცვას, ის მთავარ პრობლემას გამოკითხულთა 21%-თვის წარმოადგენს. კვლევის თანახმად, განათლებას გამოკითხულთა 16%, მართლმსაჯულების სისტემასა და კრიმინალს 7-7%, ხოლო კორუფციას 6% მიიჩნევს პრობლემად.
სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions“-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები