როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კვირის ბოლო დღეებში არამდგრადი ამინდი თანდათან შეიცვლება და კვლავ დათბება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსს გაუტოლდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქრთველოს, იქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კი 32-34 გრადუსი იქნება.
ამინდის ცვალებადობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია 4-5 სექტემბერს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა 27-29 გრადუსს გაუტოლდება. კერძოდ, 4 სექტემბერს, საქართველოს ზღვისპირა ზოლში მოსალოდნელია მცირე წვიმა, 5 სექტემბერს კი დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება, საქართველოს დედაქალაქს, თბილისში დღეს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 26-27 გრადუსამდე დათბება.
კვირის ბოლოსთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრად ამინდს კვლავ სითბო შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები