ვაკეში დაჭრილი ჩიბუხაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი, რომელიც ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას  დაიჭრა, ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია.
რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ჩიბუხაშვილს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, თუმცა ექიმები ვერ აკონკრეტებენ, გახდება თუ არა საჭირო მეორე ოპერაციის ჩატარება.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე გუშინ მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია იოსებ ჯოხაძე და დაჭრილია ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბადრი ნათობაძე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები