გურიის გუბერნატორმა მსოფლიო ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონს, დავით ჩხარტიშვილს დახვდა და მას გამარჯვება პირადად მიულოცა.
დავით ჩხარტიშვილს, რომელმაც გამარჯვება საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვა, მშობლიურ კუთხეში გულშემატკივრებიც მრავლად დახვდნენ.
55 კგ. წონით კატეგორიაში დავით ჩხარტიშვილი მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ფინალურ შეხვედრაში იაპონელ იო ნამბას დაუპირისპირდა, რომელსაც ანგარიშით 3:2 სძლია და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
14169518_1091480817599315_1819483975_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები