„პროფესია“ – მედიაჰოლდინგი „კვირა“ და კოლეჯი „სპექტრი“ ახალ პროექტს იწყებენ

მედიაჰოლდინგი „კვირა“ და პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“ ერთობლივ პროექტ „პროფესიას“ იწყებენ, რომლის მიზანიც სახელობო პროფესიების პოპულარიზაციაა. საქართველოში არსებობს ე.წ. მეორადი პროფესიები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს ნაკლებად პრესტიჟულად ითვლება. მათ შორისაა ელექტროშემდუღებლის, სანტექნიკოსის, მღებავის, მლესავის, დურგლისა და სხვა მრავალი პროფესიები.
პროექტის მიზანია, ეს პროფესიები მაქსიმალურად პოპულარული გახდეს. ადამიანებს, რომლებიც ამ სახელობო დარგებს ეუფლებიან ან ფლობენ, ჰქონდეთ ამაღლებული მოტივაცია და მათთვის პროფესიის ეს დარგები საამაყო გახდეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს ჩართულობა, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სწორედ ამიტომ, მედიაჰოლდინგი „კვირა“ და კოლეჯი „სპექტრი“, პროექტის ფარგლებში, სოციალურ კამპანიას იწყებენ. კამპანიის ფარგლებში, დამზადდება სოციალური რგოლები, ციკლური გადაცემები, მომზადდება სტატიები, დაიგეგმება ღონისძიებები და სხვა აქტივობები.
კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი და პროექტის იდეის ერთ-ერთი ავტორი მათე ტაკიძე „კვირასთან“ საუბრისას პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის პროექტი საზოგადოების ცნობიერებას უფრო მეტად აამაღლებს. მისი ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია.14218554_10153952425524779_190566619_n
„ამ პროექტის საშუალებით საზოგადოება ნახავს, თუ რამდენად საინტერესო პროფესიებია ქვეყანაში და როგორი მაღალი სტანდარტებით ისწავლება ეს პროფესიები. პროექტის წარმატება ეკონომიკის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. თუ გინდა განვითარდე, უნდა გყავდეს ბევრი პროფესიონალი. დღეს სამუშაო ადგილი გაცილებით მეტია, ვიდრე მსურველი, რაც უნდა ნონსენსად მოგვეჩვენოს, ეს ფაქტია. კვალიფიციური კადრების არარსებობის გამო, ძალიან ხშირად კომპანიები გარკვეული ტიპის პროფესიების დეფიციტს განიცდიან.
ჩვენთან სწავლება სამსაფეხურიანია და ყველა საფეხურს გარკვეული რაოდენობის დრო სჭირდება. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ ასაკში მიღებული პრაქტიკული ცოდნაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ერთდროულად ყველა სამშენებლო პროფესიას დაეუფლონ.
გვსურს, რომ ქალბატონებსაც ჰქონდეთ საშუალება დაეუფლონ ყველა იმ პროფესიას, რაც ჩვენთან ისწავლება და წარამატებით გამოიყენონ ცხოვრებისეულ საქმიანობაში“,-აცხადებს ტაკიძე და ირწმუნება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული სწავლების კურსდამთავრებულები მაღალი დონის კომპანიებში დასაქმდებიან. „ვფიქრობ, მედიაჰოლდინგ “კვირას“ ჩართულობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს და ფართო საზოგადოებამ გაიგოს პროფესიული განათლების მნიშვნელობა“,-აღნიშნავს ტაკიძე.14218072_10153952425529779_1677955636_n
ანა ჩანგიანი – მედიაჰოლდინგ „კვირას“ კომერციული დირექტორი:
– ამ პროექტს მე საკმაოდ ამბიციურ პროექტად ვთვლი. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ეფექტური, საინტერესო და მაღალშედეგიანი იქნება. დღეს ქვეყანაში მშენებლობის ბუმია, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და იგეგმება. ამ ფონზე, ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრები. სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სტიგმა და ასეთი სახელობო პროფესიები ნაკლებად პრესტიჟულად მიიჩნევა. არადა, მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოცა და საზოგადოებაც სწორედ ამ პროფესიის ადამიანებზე დგას. მედიაჰოლდინგი „კვირა“ მაქსიმალურად შეეცდება, პროექტის ფარგლებში, ისეთი სოციალური კამპანია წარმართოს, რომელიც სახელობო პროფესიების პოპულარიზაციას შეძლებს. ჩვენ გაგაცნობთ კონკრეტული დარგის სპეციალისტებს, პროფესიონალებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ სახელმწიფოს და ხალხს ემსახურონ. გაგაცნობთ იმ თანამედროვე მეთოდებსაც, რომლებსაც ისინი ან ეუფლებიან ან უკვე იყენებენ პრაქტიკაში. „კვირა“ მათ სამუშაო პროცესებს აქტიურად გააშუქებს, ვგეგმავთ ერთობლივი ექსპერიმენტული პროექტების განხორციელებას, რასაც ჩვენი მედიასაშუალებით გავავრცელებთ.
პროექტში უკვე ჩაერთნენ პარტნიორი კერძო კომპანიები, მათ შორის, სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვა“ და სამშენებლო კომპანია „შტო“. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ კამპანიაში უფრო და უფრო მეტი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაცია ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები