მარნეულში ახალი გაზგამანაწილებელი ქსელები გაიხსნება

ხვალ, 3 სექტემბერს, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი საზეიმოდ გახსნიან მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოში გაზგამანაწილებელ ქსელებს გახსნიან, რომელთა მშენებლობაც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ახალი გაზსადენის საშუალებით, ქსელზე მიერთებას შეძლებს 259 პოტენციური აბონენტი. დღეისთვის, ქვემო ქართლში აშენებულია 1027 კილომეტრიანი სიგრძის მილსადენი და გაზიფიცირებულია 26 837 პოტენციური აბონენტი.
წლის ბოლომდე, ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილია 158 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, რომელიც კიდევ 3434 პოტენციურ აბონენტს მისცემს ქსელზე მიერთების საშუალებას. 2009 წლიდან დღემდე, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს მიერ ქვეყნის მასშტაბით აშენებულია 5360 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელი და გაზიფიცირებულია 209 136 აბონენტი.
2016 წლის განმავლობაში კი აშენდება 1600 კილომეტრიანი სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი და გაზიფიცირებული იქნება 40 000-ზე მეტი პოტენციური აბონენტი. საერთო ჯამში, საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ აშენებული იქნება 7000 კმ-ზე მეტი გაზგამანაწილებელი ქსელი რომელიც გაზიფიცირების საშუალებას 250 000 პოტენციურ აბონენტს მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები