გიორგი მარგველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უზბეკეთის პრეზიდენტის, ბატონ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების გამო.
ბატონი ისლამ ქარიმოვი ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყანას და მისი ლიდერობით უზბეკეთმა მნიშვნელოვან განვითარებას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და კეთილდღეობას მიაღწია. მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და უზბეკი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ისლამ ქარიმოვის სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ისტორიაში”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები