დიმიტრი ხუნდაძე: მაღალმთიანი ზონის სტატუსს კიდევ ბევრი სოფელი მიიღებს

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც მაღალმთიანი სოფლების განვითარების პროექტის ერთ-ერთი ინციატორია, აცხადებს, რომ რამდენიმე სოფელს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭება.
ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება მაღალმთიან სოფლებში გახორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა.
“მაღალმთიანი სოფლების განვითარების შესახებ მიღებულია კანონი, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. ყველა პენსიონერი მაღალმთიან სოფლებში, პენსიაზე დანამატის სახით, კიდევ 20 ლარს მიიღებს, მათი პენსია 216 ლარი გახდება.განიხილება, ასევე, რომ კიდევ რამდენიმე სოფელს მიენიჭოს ეს სტატუსი. შეიქმნება საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საგულისხმოა, რომ მაღალმთიან სოფლებში მეწარმეები თავისუფლდებიან ქონებისა და მოგების გადასახადებისგან. ეს არის სოფლების განვითარების გეგმის შემადგენელი ნაწილი“, -აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ „კვიარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მცხეთის რაიონში გახორციელებულ სოციალურ და ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ პროგრამებზეც ისაუბრა.
დიმიტრი ხუნდაძემ ის ციფრები დაასახელა, რაც მცხეთელების ჯანმრთელობას მოხმარდა.
“მცხეთის რაიონში 16 000-მა ადამიანმა მიიღო დაფინანსება ჯანდაცვის კუთხით.18- დან 20 მილიონამდე არის დახარჯული მცხეთელების ჯანმრთელობაზე. რჩება რამდენიმე კუთხით მოსაგვარებელი პრობლემებიც. მოსაწესრიგებელია საუბნო გზები. სამწუხაროდ, ხშირად ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არაკეთლსინდისიერად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც მე სამართალდამცავ ორგანოებსაც კი მივმართე“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები