სასტუმროს ეზოში ავტობუსის შევარდნის შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს მერია დაფარავს

თბილისში, ისნის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს ეზოში ავტობუსის შევარდნის შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში ჟურნალისტებს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ავტობუსის მგზავრებმა “მცირე დაზიანებები” მიიღეს და ყველა მათგანი საავადმყოფოებში ოპერატიულად გადაიყვანეს.
”დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს მერია დაფარავს. ფაქტზე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ვერ ვიტყვით, შემთხვევა მძღოლის მიზეზის გამო მოხდა თუ არა. რაც შეეხება ავტობუსს, ავტობუსი ბაზიდან არ გამოდის, თუ ტექნიკურად არ შემოწმდა. ეს შემთხვევა მუშა პროცესში მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს”, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 მგზავრი დაშავდა და რამდენიმე ავტომანქანა დაიმტვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები