იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე მანქანის გაჩერება 45 წუთის შემდეგ ფასიანი გახდა

იუსტიციის სახლის კუთვნილი ავტოსადგომი ფასიანი გახდა, თუმცა ფასიანი იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ის უფასოა.
როგორც „კვირას“ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა განუცხადა, ფასიანი სადგომის მიზანი ერთადერთია -იუსტიციის სახლში მიმსვლელ-მომხმარებლებს პარკინგზე რაც შეიძლება მეტი თავისუფალი ადგილი დახვდეს, პარკინგი იყოს უსაფრთხო და მოწესრიგებული.
”ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ისეთი მანქანა ჩერდებოდა იუსტიციის სახლის პარკინგზე, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ არანაირი კავშირი იუსტიციის სახლთან. ეს საკითხი ამ კუთხით აგვარებს პრობლემას. გარდა ამისა, იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს მეტი თავისუფალი ადგილი დახვდებათ მანქანის გასაჩარებლად, ” – განაცხადა გივი აზაურაშვილმა.
მისივე განცხადებით, ზაფხულში გამოცხადებული იყო საჯარო აუქციონი, ამ აუქციონში გაიმარჯვა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ „ტრანსპარკინგ 2016-მა“ და სწორედ ეს კომპანია მართავს ამ პარკინგს.

როგორც აზაურაშვილმა განმარტა, ავტოსადგომზე გაჩერება 45 წუთით არის უფასო, რაშიც ჯდება იუსტიციის სახლში მიმსვლელ-მომხმარებელთა ძალიან დიდი უმრავლესობა.

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის ტარიფები შემდეგია: 0-დან 45 წუთის ჩათვლით ავტოსადგომზე ავტომობილის გაჩერება უფასოა; 46 წუთიდან ერთი საათის ჩათვლით მომსახურება 1 ლარია; ერთი საათიდან 2 საათის ჩათვლით ავტოსადგომის ღირებულება 2 ლარს შეადგენს; 2 საათიდან 12.00 საათის ჩათვლით 3 ლარი, ხოლო 12.00 საათიდან 24 საათის ჩათვლით ავტოსადგომის მომსახურება 5 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლთან ავტოსადგომზე ტარიფის დაწესება დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა რურუამ გააპროტესტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები