პირველად საქართველოში კრიპტო ვალუტის გამოშვება იგეგმება

კრიპტოვალუტა ვირტუალური ფულია, რომელიც კრიპტოგრაფიული ალგორითმების საფუძველზეა შექმნილი. მსოფლიოს ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Apple და Samsung – ი განიხილავენ პროდუქტის გაყიდვისას კრიპტო ვალუტის გამოყენების საკითხს. ონლაინ მაღაზია HIPPO  https://hippo.ge/საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ონლაინ შესყიდვების დროს კოინების გამოყენების სერვისს შესთავაზებს.
HIPPO – ს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ფერიაშვილის თქმით, კრიპტოვალუტა არის ელექტრონული ფული, რომელსაც არ ჰყავს გამტარი, არც ბანკის და არც სხვა ორგანოს სახით:
„ერთი ცენტრალური ობიექტი, რომელიც ტრანზაქციებს ხედავს არ არსებობს. კრიპტო ვალუტის მთავარი დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ შეგიძლია თანხა გადარიცხო მესამე პირის, ამ შემთხვევაში ბანკის, ჩარევის გარეშე.  ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს იყიდოს ჩვენი კოინები, დაელოდნონ ფასის ზრდას, ან ნებისმიერ დროს ჩვენივე მაღაზია HIPPO.ge – დან შეიძინოს პროდუქცია. მომხმარებელი კრიპტო ვალუტის გამოყენებას ჯერ ჩვენს მაღაზიაში შეძლებს, მაგრამ მომავალში ძალიან ბევრ ობიექტში შეეძლებათ კოინებით ვაჭრობა. ჩვენ ვცდილობთ უფრო მოქნილი გავხადოთ ინტერნეტ გადახდები და ელექტრონული საფულეები გავუკეთოთ მათ. მათ აღარ დაჭირდებათ ბანკის ანგარიშები, გადარიცხვებში საკომისიოების გადახდა  და ა.შ. კოინებით გადარიცხვები არის აბსოლუტურად უფასო. ეს სისტემა ძალიან პოპულარულია უცხოეთში. ჩვენ გვინდა, რომ კრიპტო ვალუტა ისეთივე წარმატებული გამოდგეს საქართველოში, როგორც იქ არის“ – ამბობს ნიკოლოზ ფერიაშვილი.
გარდა იმისა რომ კრიპტო ვალუტის გამოყენება ონლაინ შესყიდვებს და თანხის გადარიცხვას სხვადასხვა ანგარიშებზე ბევრად გაამარტივებს, მომხმარებელს შეუძლია კიდევ ერთი დამატებითი სარგებელი მიიღოს. მომხმარებლის მხრიდან კოინებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზრდება მისი ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს 100 ლარად შეძენილი კოინი, ხვალ შეიძლება 200 ლარი ღირდეს. ნიკოლოზ ფერიაშვილის აზრით, კრიპტო ვალუტა პოპულარული გახდება საქართველოში, რადგან თავისუფლების და მოქნილობის კუთხით მას ალტერნატივა არ გააჩნია.
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ძირითადად  მოტივირებული ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. ვცდილობთ საქართველოში ბევრი ინოვაციური პროექტი განვახორციელოთ.  გვაქვს რამდენიმე წარმატებული სტარტაპი გაკეთებული. მათ შორის ერთ-ერთი პროექტი ,,Quick Cash,” რომელმაც  სტარტაპების კონკურსი მოიგო. ჩვენ მომხმარებელს უფრო მეტ ინოვაციურ პროექტს შევთავაზებთ მომავალში, მაგრამ  მომხმარებლის და საზოგადოების ჩართულობის გარეშე არცერთი პროექტი არ იქნება წარმატებული. ამიტომ ვცდილობთ, რომ მათთან გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია და ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას ამ პროცესში.  ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვუტანოთ შედეგები და წარმატება. წარმატება იქნება ის, რომ მომხმარებლისთვის ყიდვის პროცესი უფრო ადვილი,  სასიამოვნო და  იაფი იქნება. რა თქმა უნდა ეს ჩვენთვისაც დიდი წარმატება იქნება, რადგან საქართველოში გვექნება საერთაშორისო მასშტაბის პროექტი“ – განაცხადა HIPPO – ს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ფერიაშვილმა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები