თემურ ჭკუასელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების შუხუთისა და მამათის ამომრჩეველს შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების შუხუთისა და მამათის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადად ისაუბრეს 4 წლის მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც რეალურად დადებითად აისახა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. მოიწონეს ჯანდაცვისა და საყოველთაო დაზღვევის ახალი სისტემა, აღნიშნეს, რომ სოფლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ისიც აღინიშნა, რომ რეალურად გრძნობენ დემოკრატიის ხარისხის ზრდას. მათ საშუალება აქვთ თავისუფლად გააკეთონ არჩევანი. იმისათვის რომ დაწყებული კურსი უცვლელი დარჩეს და დაგეგმილი პროექტები წარმატებით განხორციელდეს მომავალ არჩევნებში თემურ ჭკუასელს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები