თბილისში ავტობუსი სასტუმროს ტერიტორიაზე შევარდა – არიან დაშავებულები

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, ე.წ. ყვითელი ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ისანში, სასტუმრო “რიჩის” ტერიტორიაზე შევარდა. არიან დაშავებულები. მომხდარი “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულია 18 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები