თბილისის რაიონების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც ”კვირას” კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, გაზმომარაგების მიწოდების შეზღუდვა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
კერძოდ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრორაიონში მდებარე №42, №43, №55ა, №55ბ, №55გ კორპუსებს, ასევე №20 კორპუსის მიმდებარედ არსებულ „თბილბინათმშენის“ საცხოვრებელ კორპუსს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში ნაკვ. 08/027-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს, აგარაკების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში №35 და №36 კორპუსების მიმდებარე და ლისის საკრებულოს (ფერმწერთა, ვარაზის, მხატვართა ქუჩების) კერძო დასახლების მოსახლეობის ნაწილს, ასევე, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
 
”სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს,  არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.
 
მოქალაქეთა მიერ უსაფრთხოების წესების დაუცველობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები