კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისში, კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ბარათაშვილის, ათონელის, მტკვრის, გოგჩის, ვეკუას, ფურცელაძის, სანაპიროს, სულხანიშვილისა და ორბელიანის ქუჩებს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები