ძლიერმა წვიმამ სენაკის სოფლები გარემოს მოწყვიტა

სენაკის მუნიციპალიტეტი ძლიერმა წვიმამ დააზარალა.დაზარალებული რაიონები მხარის გუნერმატორმა მოინახულა.სენაკის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის უბანი ცენტრალუ გზას მოსწყდა. ადიდებულმა ღელეებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები და ხიდბოგირები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ სენაკის გამგებელთან ერთად ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურა მოინახულა, რწმუნებული შეხვდა იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიამ დააზარალა. სტიქიის დროს სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები, რისთვისაც მათ მხარის გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები