დაკარგული ორი სამხედროს პატივსაცემად გონიოში ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს

გონიოში ზღვაში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის პატივის მიგების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მცირე ზომის მცურავი საშუალებიდან ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.
სამხედრო წესის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ზალპი დასცეს.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორეს მადლობა გადაუხადა გონიოში მიბრძანებისთვის და თანადგომის გამოხატვისთვის.
„მთელი მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს სახელით პატრიარქს მადლობას ვუხდით მობრძანებისთვის. ეს არის თითოეული ჯარისკაცის მიმართ გამოხატული თანადგომა და უდიდესი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერას ამ დღეებში ვგრძნობდით საზოგადოების თითოეული წევრისგან, ეს არის გამოხატულება იმისა, რომ თითოეული ზრუნავს ჯარისკაცის ბედზე. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე თავდადებულ, ვაჟკაც ადამიანებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებზე. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას და სამძიმარს ოჯახის წევრების მიმართ და ჩვენ სულ მათ გვერდით ვიქნებით“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, საქმეს შესაბამისი უწყებები იძიებენ.
„გამოძიების პროცესში ჩართულია პროკურატურა და ახლო მომავალში მოვისმენთ სამართლებრივ შეფასებას“, – აღნიშნა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები