სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს რძის მცირე საწარმოები გადაეცემათ

15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები გადაეცემა, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილებას იღებენ სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კოოპერატივები. კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, , გურიაში -1, კახეთში -1, ქვემო ქართლში -2, სამცხე-ჯავახეთში -8. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებული მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს 416 ფერმერს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 3688.
პროგრამაში ჩართულობით მესაქონლე კოოპერატივებს ეძლევათ საშუალება სტანდარტების დაცვით მოახდინონ რძის მიღება. ერთის მხრივ ერთობლივად მიაწოდონ რძის საწარმოებს, მეორეს მხრივ კოოპერატივების ეძლევათ შესაძლებლობა მისი მეპაიეების წარმოებული რძე მიიღონ და აწარმოონ რძის პროდუქტები რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge იყო შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები