ირაკლი შიოლაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს.
ამჯერად იგი ქალაქ სიღნაღში, ვაჟა-ფშაველას ქუჩისა და სოფელ ნუკრიანში, ე.წ. კალოების დასახლების, მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოინიშნა და მათ „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.
„მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. განვითარების პროცესი შეუქცევადია და მიმდინარეობს – იგება გზები,სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, ბოლო დროს მუნიციპალიტეტში არსებულ თითქმის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებასა და სკოლის შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.თითოეული თქვენგანი აქტიურად სარგებლობთ სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში განვითარება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებითაა შესაძლებელი.
„თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ეს აუცილებლად მოხდება“, -აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები