დავით ნარმანიამ მაიაკოვსკის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მაიაკოვსკის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც ”კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ბაღში დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები, განახლდა შადრევანი და მრავალწლოვანი ხეები გასხლა.
მათივე ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობამ ბაღში ასევე მოაწყო საბავშვო გასართობი კუთხე. დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს ორ კვირაში ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება.
„მაიაკოვსკის ბაღის აღდგენა ამ წლის გაზაფხულზე დავიწყეთ. მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ამ პროექტის განხორციელებას. სკვერი აღდგება მთლიანად, ეწყობა მწვანე საფარი, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, რომელიც თითქმის დასრულებულია, კეთდება ასევე სარწყავი სისტემა. შემოდგომისთვის აქ დაირგვება მცენარეები. უახლოეს ორ კვირაში დასრულდება ყველა ძირითადი სამუშაო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სკვერის რეაბილიტაციისათვის 480 000 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები