სტეპან ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ დევნილ ბავშვებს საზაფხულო დასვენება მოუწყო

სტეპან ჩერნოვეცკის ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ბავშვების დასვენებას გაუწია ორგანიზება.
ქობულეთში, 55 ბავშვმა მშობლებთან ერთად კომფორტულ პირობებში დაისვენა, სადაც სამჯერადი კვება იყო. ბავშვებს უტარდებოდათ ექსკურსიები და გასართობი ღონისძიებები.
„პატარებისთვის ეს ნამდვილი დღესასწაული იყო. ბავშვები ასეთ არაჩვეულებრივ დასვენებაზე არც ოცნებობდნენ. ზოგი კი ზღვაზე პირველად იყო!
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ პატარებს კიდევ უამრავ სიურპრიზს ჰპირდება! ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა თავი იგრძნონ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად“, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლის 12 აპრილიდან მუშაობს.
ფონდის ძირითადი მიმართულებებია: მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების აღმოჩენა.
ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში. დღეისთვის ფონდის მზრუნველობის ქვეშ არის 700 ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვი.
სტეპან ჩერნოვეცკის ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ – საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. ის წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საზაფხულო არდადეგებს აწყობს.
ფონდის ოფიციალური საიტი: https://fsp.ge/
ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook–ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები