დავით ნარმანია: ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი ახალი რეგულაციის მიღებამდე გაგრძელდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი ახალი რეგულაციის მიღებამდე გაგრძელდება.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ათდღიანი მორატორიუმი გაგრძელდება.
„მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ხეების მოჭრას. აქ არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა, რაც ისედაც აუცილებელია და ამაზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას გუშინ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. პროფესიული წრეები მაქსიმალურად არიან ამ პროცესში ჩართული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ახალი რეგულაციები არ შემუშავდება, რომელიც განსხვავებული ფორმით დაარეგულირებს ქალაქში ურბანული განვითარების კონტექსტში ხეების ჭრასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანიამ ხეების მოჭრასთან დაკავშირებით 10-დღიანი მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები