სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება

ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის სამაშველო სამსახურში 50-მდე შეტყობინებაა შესული. მათი ცნობით, შეტყობინებები დატბორვებს უკავშირდება, მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.
დღეს, 08:00 საათისთვის ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე მდინარე ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადავიდა.
დატბორვის გამო გზაზე შეფერხება ერთი საათის განმავლობაში იყო, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მოძრაობაც აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები