ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალ პროექტში მონაწილეობას დღეიდან მიიღებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის პროექტში, ახალ სატელევიზიო სეზონზე, დღეიდან გამოჩნდება. ყოფილი პრემიერი ნათია თოიძისა და მიშა ფეიქრიშვილის გადაცემაში სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
როგორც “კვირას“ მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილთან კითხვების დასმის საშუალება სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებსაც ექნებათ. გადაცემა, რომლის სახელწოდებაც “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ იქნება, საათნახევარს გაგრძელდება და ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში 12:00 საათისთვის კვირაში ორჯერ გავა. დასკვნითი გადაცემა კი თბილისიდან გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები