გურამ მაჭარაშვილი: განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჰერეთისკარის, საქობოს, მშვიდობიანის, ვარდისუბნის, თამარიანის და ჭიაურის მოსახლეობას შეხვდა.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.
მაჭარაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს.
„მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაერთი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. განვითარების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს; იგება გზები, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, ბოლო დროს მუნიციპალიტეტში არსებულ არაერთ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს სოფლის მეურნეობის და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ყვარლისა და ლაგოდეხის განვითარება კიდევ უფრო ფართო მასშტაბითაა შესაძლებელი, რაც თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები