„ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჰერეთისკარის, საქობოს, მშვიდობიანის, ვარდისუბნის, თამარიანის და ჭიაურის მოსახლეობას ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
მაჭარაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს.
„მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულობით არაერთი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. განვითარების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს; იგება გზები, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, ბოლო დროს მუნიციპალიტეტის არაერთ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ლაგოდეხის განვითარება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებითაა შესაძლებელი, რაც, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები