გურიაში მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ცენტრის დაფუძნება იგეგმება

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად ,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” პროექტის კონსულტანტს ლაშა დალაქიშვილს შეხვდა.

სააგენტო გეგმავს გურიაში ცენტრის დაფუძნებას, რომელიც მაღალტექნოლოგიური აპარატურით იქნება აღჭურვილი. ცენტრით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს უწყობს სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების, კვლევის შედეგების კომერციალიზაციასა და ინოვაციურ მეწარმეობას. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი პროექტებისა და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების წარმართვა და კოორდინირებაა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები