განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე მუშაობს

განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე მუშაობს. განათლების სისტემაში აღნიშნული ინიციატივა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ახალი სტანდარტების პარალელურად, პედაგოგთა კვალიფიკაციის უკეთ დადასტურებისა და მათი იმიჯის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით ხორციელდება.
პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე ჩართულები არიან თავად პედაგოგები, განათლების ექსპერტები და დაინტერესებული პირები. ცვლილებები გულისხმობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ახალი კომპონენტების დამატებას. პედაგოგს შესაძლებლობა მიეცემა, საგნის გარდა, კოპეტენცია მისთვის მისაღები მიმართულებითაც დაადასტუროს. მაგალითად, თუ პედაგოგი მაღალ კვალიფიკაციას უნარებში ავლენს, სხვები კი საკლასო, სოციალურ აქტივობებში, ან გარე და შიდა შეფასებებში არიან წარმატებულები, კომპეტენციის დადასტურება მათ სწორედ ამ კუთხით მიეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები