სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებებლია ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge
პროგრამაში რეგისტრაცია 29 აგვისტოს დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორების) თანადაფინანსებას განახორციელებს.
პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორების) შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ.
სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს წარმოადგენენ დევნილები, ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის შეძენისას მისი ღირებულების 40% -ით დაფინანსდება.
ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.
სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები