სოფო ხალვაში პროექტს „Check in Georgia“ მიესალმება

პროექტ “Check In Georgia” ფარგლებში ფოთში 25 ივლისს კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიიღეს. ერთ-ერთი მომღერალი სოფო ხალვაში „რეპორტიორთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტები ხშირად უნდა იმართებოდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც მომღერლების, ასევე მსმენელის განვითარებისთვისაც.
„კარგია, რომ მოიფიქრეს  „Check in Georgia”-ას ფარგლებში კონცერტები,  მე მქონდა ფოთში კონცერტი, რისგანაც მეც ნასიამოვნები დავრჩი და ასევე – მსმენელიც.  რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სახის საღამოები, მით უფრო კარგია ჩვენთვის, როგორც მომღერლებისთვის, ასევე მსმენელისთვისაც”, – აღნიშნა სოფო ხალვაშმა. მისივე თქმით, კარგია, რომ ჩამოჰყავთ საზღვარგარეთიდან მომღერლები, თუმცა ამის გამო ქართველი მომღერლები ჩრდილში იმყოფებიან.
„კარგია, რომ ჩამოჰყავთ  უცხოელი მომღერლები, ამას მივესალმები,  ძალიან კარგია ჩვენთვისაც  და ზოგადად მსმენელის განვითარებისთვისაც. რაღაცა  სხვანაირად უყურებს მერე,  სხვანაირად უსმენს  თაობაც, რომელიც  მოდის და  სხვანაირი პოპულარიზაცია ეწევა  მუსიკას. მაგრამ ძალიან ცუდია, მეორე მხრივ – რაღაც  ჩრდილში იმყოფებიან  ქართველი მომღერლები.  საქართველოს სახე არის  კულტურა და სპორტი და, აქედან  გამომდინარე,  უნდა იყოს ხელშეწყობილი მაქსიმალურად.  მხოლოდ მაშინ არ უნდა ახსენდებოდეთ  კულტურა, როდესაც  სჭირდებათ, მაგალითად,  საზღვარგარეთ საქართველოს დღეეები და ასე შემდეგ.  მანამდეც უნდა შეუწყონ ხელი  მომღერლებს  იმისთვის, რომ განვითარდნენ. ამიტომ,  რა თქმა უნდა, თავადაც უნდა  შეეძლოთ  მომღერლებს, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, მაგრამ სტიმული სჭირდებათ”,-  განაცხადა მომღერალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები