ვეჯინში 110 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება აღდგება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 110 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება აღდგება.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის ვეჯინის არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალგამშვები ფარები და სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულებაც 226 749 ლარია, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30 სარეაბილიტაციო პროქეტი. შედეგად, რეგიონში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 6 100 ჰექტრიდან 14 000 ჰეტქრამდეა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები