მუხრან ვახტანგაძე და ნუგზარ სურმანიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუხრან ვახტანგაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ.
კანდიდატები ბათუმის, დაბა შარაბიძეების ამომრჩეველთა 78-ე უბნის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მაჟორიტარობის კანდიდატებს მათ რაიონში არსებული პრობლემები გააცნეს, მუხრან ვახტანგაძე და ნუგზარ სურმანიძე ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ. შეხვედრაზე კანდიდატებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობა ჩამოვაშოროთ ქუჩას, საშუალება მივცეთ მათ, აქტიურად ჩაებან სპორტულ ცხოვრებაში და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. სპორტი ქმნის ჯანმრთელ გენოფონდს, ჯანმრთელი ერი ძლიერი სახელმწიფოა”, – აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები