სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი თბილწყაროს დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა.
მოსახლეობა მიწის რეგისტრაციით დაინტერესდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„საბედნიეროდ, ხელისუფლების კეთილი ნებით, მიწის რეგისტრაცია გამარტივდა. ამ გამარტივებული წესით უნდა ისარგებლოთ ყველამ და მიწას, რომელსაც ათეული წლებია უვლით, დაირეგისტრიროთ”,-აღნიშნა სავალან მირზოევმა.
ახალგაზრდების ინიციატივით ასევე გაიმართა გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრა მათთან.
„ინტერესით ველოდებოდი თქვენთან შეხვედრას. ახალგაზრდები ყოველთვის გამოირჩევიან კრეატიული იდეებით და მინდა, თქვენგან მოვისმინო, როგორ ხედავთ ჩვენი რაიონის განვითარების გზებს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს აქედან წასვლის სურვილი აღარ ჰქონდეთ”, – მიმართა სავალან მირზოევმა ახალგაზრდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები