დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც “კვირას” კომპანია ”თელასიდან” აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა გეგმური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II და IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების X მიკრორაიონის III კვარტლის, ასევე რომელაშვილის, ქსნის, არბოს, ავშნის და ანაპის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან, 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3-ის II მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, ნიშნიანიძის, ბერძნის, ნადიკვრის, კალანდაძის, თორთლაძის და მარტვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ხერხეულიძის, ლაგოდეხის, წურწუმიას, სევანის, ფაღავას, ალიხანიანის, ბოჭორმის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები