ილია მეორემ მიტროპოლიტ პავლეს მამა გიორგის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიტროპოლიტ პავლეს მამა გიორგის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ბერძენ მიტროპოლიტს საჩუქრად ქართული პანაღეა გადასცა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ეს არის ნიშანი, რომ საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება. ”ყოველი ადამიანი დგას ამა თუ იმ განსაცდელის წინაშე, მაგრამ წყალობა ღვთისა და სიყვარული ღვთისა არასდროს ტოვებს საქართველოს და ყოველ ჩვენგანს. დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. საბერძნეთიდან ჩამობრძანდა მიტროპოლიტი პავლე და ჩამოგვიტანა დიდი სულიერი მამის, ღირსი მამა გიორგის წმინდა ნაწილი, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში და ეს არის ნიშანი, რომ საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება. ჩვენ მადლობას ვუძღვნით მიტროპოლიტ პავლეს ამ დიდი წყალობისთვის და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, გადავცემთ ქართულ პანაღეას”, – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები