საქართველოში მამა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს

საქართველო საბერძნეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მასპინძლობს, რომლებიც გუშინ უწმინდესმა საპატრიარქოში მიიღო.
40 კაციანმა დელეგაციამ მიტროპოლიტ პავლესთან ერთად ღირსი მამა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს.
სასულიერო პირების დელეგაციის წევრები დღეს წლკაში პარკლისს გადაიხდიან და ღირსი მამა გიორგის წმინდა ნაწილებს ეპარქიას შეწირავენ, საკათედრო ტაძარში პარაკლისსაც გადაიხდიან.
მარიამობის დღესასწაულზე კი 28 აგვისტოს წმინდა მამას მეორე ნაწილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილი მეორეს გადასცემენ და საზეიმო წირვა-ლიცვას დაესწრებიან. 30 აგვისტოს კი ბერძენი მამების ვიზიტი საქარტელოში დასსრულდება
ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი წალკის რაიონ სოფელ ხადიკში (იგივე ტბეთში) 1902 წლის 18 იანვარს დაიბადა და სახელად ათანასე დაარქვეს.
იგი პატარაობიდანვე მონასტერში დადიოდა და სულიერ ცხოვრებას მალევე შეუდგა. არქიმანდრიტმა გიორგი წულაიამ დრანდაში (აფხაზეთი) მცირე სქემაში აღკვეცა და მას სვიმეონი ეწოდა. დიდ სქიმაში კი ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილმა) აღკვეცა და მას გიორგი დაარქვა. მანვე მღვდლად აკურთხა.
მთავარეპისკოპოსი იოანე მამა გიორგის სულიერი მოძღვარი იყო, რომელიც მას განსაკუთრებულად უყვარდა.
მამა გიორგი 30-იან წლებში საბერძნეთში გაემგზავრა და დრამის მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში დაემკვიდრა, სადაც ამაღლების მონასტერი ააშენა და გარდაცვალებამდე იქ მსახურობდა. მან თავისი აღსასრული წინასწარ იხილა და კიდეც იწინასწარმეტყველა მასზე.
სიკვდილამდე სამი დღით ადრე მან აღასრულა ზეთის კურთხევის წმიდა საიდუმლო, მიიღო წმიდა ზიარება, ყველას შეუნდო, დალოცა და საუკეთესო უსურვა. ბერმა 1959 წლის 4 ნოემბერს მიიძინა. უკანასკნელი სიტყვები, რაც მის ბაგეთაგან გაისმა იყო შემდეგი: „გულმოწყალების კარიბჭე გაიხსნა, კურთხეულო ღმრთისმშობელო!“.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სამშობლოდან მოწყვეტილს თავისი ქვეყნის სიყვარული არასოდეს განელებია. წირვა-ლოცვას მუდამ ქართულად აღავლენდა და ანდერძადაც დაიბარა, საქართველოდან წაღებული შესამოსელით დაესაფლავებინათ და ქართული ჯვარი და სახარება ბედნიერნი ვართ, რომ მისი წმინდა ნაწილები უბრუნდება საქართველოს. მამა გიორგიმ მოყვასისათვის თავდადებული სიყვარულით იმსახურა და თავისი სამწყსოს მფარველ ანგელოზად იქცა. წინასწარმეტყველების ნიჭით გამორჩეულ მოძღვართან სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდა ხალხი და ღვთისაკენ მიმავალ გზას მისი რჩევით პოულობდა“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები