კახა კალაძე იტალიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

კახა კალაძე იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ქვეყანას სამძიმარს უცხადებს.
“დღეს იტალიის რესპუბლიკაში გლოვობენ. საშინელმა მიწისძვრამ იმსხვერპლა რამდენიმე ქალაქი – არის ნგრევა, არის მსხვერპლი.სტიქიამ არ იცის გარჩევა დიდის და პატარის, ქალის და ბავშვის… არ ინდობს რასის და რელიგიის მიხედვით.
ჩვენ უძლურები ვართ ბუნებრივი კატაკლიზმების წინაშე. ჩვენ ვგლოვობთ იტალიის მოსახლეობასთან ერთად! ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ახლობელი, ოჯახის წევრი, ნაცნობი თუ მეგობარი შეეწირა მიწისძვრას. ვუსამძიმრებთ იტალიას, ჩემს საყვარელ მშობლიურ სახლადქცეულ ქვეყანას! ვუსამძიმრებ იტალიელ ხალხს, მთავრობას. ვიზიარებ ამ დიდ მწუხარებას”, – ნათქვამია კალაძის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები