ნაძალადევში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 53 მისამართზე მიმდინარეობს

საგზაო და კეთილმოწყობის სამუშაოები ნაძალადევის რაიონში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაო პროცესის მსვლელობას ობიექტებზე ნაძალადევის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – დავით გოგიძე პირადად გაეცნო.
გუდამაყრის ქუჩაზე ცენტრალური სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პარალელურად, მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება. ასევე სანიაღვრე სისტემა ეწყობა გუდამაყრის ქ. N 1-ში მდებარე კორპუსის წინ. აღნიშნულ მისამართზე საბავშვო ატრაქციონებიც მონტაჟდება.
დავით გოგიძემ ბოგვის ქუჩის საგზაო სამუშაოებიც დაათვალიერა, სადაც ამ დროისთვის ასფალტის საფარი იგება. დღესვე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ღრმაღელეს მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ნაძალადევის რაიონში კაპიტალური საგზაო სამუშაოები დაისისა და ღრმაღელეს პირველ შესახვევშიც მიმდინარეობს. ორივე ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება. პარალელურად, სხვადასხვა მისამართზე საყრდენი კედლების, საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია, ასევე კანალიზაციის ქსელის მოწყობა და საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში კი საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 38 მისამართზე ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები