გურიაში შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება

გურიაში 1-3 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების თანაორგანიზატორი გურიის სამხარეო ადმინისტრაციაა. ფესტივალი წელს პირველად Chek in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ, გურიის გუბერნატორის მოადგილესთან, სოსო ერქომაიშვილთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პრესკონფერენცია გამართა.
„ეს არის პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ჰქონია. მსგავსი წამოწყებები ხელს შეუწყობს ფოლკლორული ტურიზმის განავითარებას არა მარტო მუნიციპალლიტეტში, არამედ რეგიონშიც“, – აღნიშნა გურიის გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა.
ფესტივალში საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები მონაწილეობენ. დიდ ქართულ სცენაზე 4 ქვეყანა, 24 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენენ.
ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, კერძოდ, პირველ და ორ სექტემბერს მაყურებლის წინაშე უცხოელი და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები წარდგებიან, ხოლო 3 სექტემბერს ფესტივალ black sea arena-ზე ანსამბლ „სუხიშვილების“ ასევე, ქართული და უცხოური ჯგუფების კონცერტით დაიხურება. შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის ორგანიზატორები არიან – კულტურის სამინისტრო, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა იტალიის, თურქეთის და შვეიცარიის საელჩოები, ფონდი “ქართუ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები