ლევან იზორია გენერალ-ლეიტენანტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გენერალ-ლეიტენანტ თამაზ დუმბაძის გარდაცვალების გამო თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი გენერლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
გენერალ-ლეიტენანტ თამაზ დუმბაძეს დიდი დამსახურება აქვს დღევანდელი ქართული ჯარის მშენებლობასა და განვითარებაში. იგი ქართული ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. თამაზ დუმბაძე 1992 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე იყო; 1992-1998 წლებში – საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ხოლო, 1998-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი. გენერალს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭების იდენტიფიკაციასა და გადმოსვენებაშიც. თამაზ დუმბაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენებით.
გენერალ-ლეიტენანტი თამაზ დუმბაძე 80 წლის ასაკში 23 აგვისტოს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები