ქუთაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობამ ქუთაისის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი და ეწყობა ბეტონის ბორდიურები.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ქუჩაზე, 3500 კვ.მ ფართობზე, დაიგება ასფალტის საფარი. ასევე მოეწყობა ბეტონის ბორდიურები და საფეხმავლო ტროტუარები.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუთაისის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაასრულა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. მოეწყო წყალსადენის 880-მეტრიანი ქსელი, ასევე – 200-მეტრიანი საკანალიზაციო ქსელი. აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქუთაისის ქუჩის მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები