საქართველოს ზოგიერთ რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს, 26 აგვისტოს, ელექტროგადამცემ ხაზზე „სათაფლია“ და ქ/ს „ზუგდიდი 220“-ში, მიმდინარე სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების გამო, 13:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის 505 აბონენტს, ხოლო 17:00-დან 19:00 საათამდე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების, ასევე რუხის და აბასთუმანის 1439 აბონენტს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. აღნიშნული შეფერხების გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები