სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში მისამართზე: თბილისი, ვაზისუბნის ქ. N25 უნდა წარმოადგინოს განაცხადი მცირეგაბარიტინი აგროტექნიკის მოთხოვნით.
განაცხადები მიიღება 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით. აგროკომპლექტების შეზღუდული რაოდენობის გამო, განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება მათი წარდგენის რიგითობის შესაბამისად, აგროკომპლექტების რაოდენობის ამოწურვამდე.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“ მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის შეღავათიან ფასად, 900 ლარად კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს, რაც მისი ღირებულების 24%-ს შეადგენს. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით, გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში გამოიცა საქარველოს მთავრობის 6 განკარგულება, რომლითაც 667 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს გადაეცა 1515 აგროკომპლექტი და დამატებით 201 ხელის სათესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები