პრემიერ-მინისტრი ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებს შეხვდება

რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს,  შეხვედრის ღონისძიება დღეს 20:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება.
შეხვედრას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, პარაოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.
ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები