თბილისის მერიასთან მოშიმშილე ელენე მალაშევსკი-ჯაყელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის მერიასთან მოშიმშილე აქციის მონაწილე ელენე მალაშევსკი-ჯაყელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯანმრთელობის გაურესების გამო მან შესაძლოა, შიმშილობა შეწყვიტოს. თუმცა, პარტიზანი მებაღეების განმარტებით, სავარაუდოდ, მოშიმშილის ორგანიზაციის სხვა წევრით ჩანაცვლება მოხდება.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ რა ფორმით გაგრძელდება აქციები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები