გია დვალი სამეცნიერო კვლევებში 3,5 მილიონ ევროს დახარჯავს

ქართველ ფიზიკოსს, გია დვალს სამეცნიერო საქმიანობისთვის 3,5 მილიონი ევრო გამოეყო. დვალს ეს თანხა ჰუმბოლდტის პრემიის მიღების შემდეგ გადაეცა. პრესტიჟული პრიზი დვალს მიუნხენში გადაეცა. დვალთან ერთად პრიზი ასევე შვიდმა მეცნიერმა მიიღო. გარდა ამისა, გია დვალს მაქს ფლენკის ინსტიტუტის პროფესორის წოდება მიენიჭა.
ჰუმბოლდტის პრემია გადაეცემათ მეცნიერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს და რომლებიც მეცნიერების სხვადასხვა დარგში კვლევების გაგრძელებას აპირებენ. გია დვალი ასტროფიზიკოსია. ის პარალელური სამყაროს თეორიაზე მუშაობს. გარკვეული პერიოდი ქართველი მეცნიერი დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობდა, რომელიც სამყაროს წარმოქმნის საიდუმლოების დადგენაზე ექსპერიმენტებს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები