ილია მეორე იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომის პაპს სამძიმრის წერილს უგზავნის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომის პაპ ფრანცისკეს სამძიმრის წერილს უგზავნის.
„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას იტალიის ქ. პერუჯაში და მის მიმდებარედ მომხდარი დიდი მიწისძვრის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა.
თქვენი ხალხისა და ქვეყნისთვის ამ მძიმე პერიოდში მინდა იცოდეთ, რომ ჩვენც თქვენს გვერდით ვართ და თანამოზიარენი ვართ თქვენი ტკივილისა. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და იტალიის მოსახლეობას.
შევთხოვ ღმერთს, მოანიჭოს იტალიას და მსოფლიოს მოსახლეობას მშვიდობა და თვისი წყალობა“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები